LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა Model 3-ს „ძაღლის რეჟიმი“ დაუმატა

tesla

Tesla-მ ცხოველებისთვის კლიმატკონტროლის სპეციალური რეჟიმი შექმნა. სიახლე მაშინ იმოქმედებს, როცა ცხოველი ავტომობილში მარტო იქნება და როგორც კი პატრონი დაბრუნდება ტემპერატურა ძველ რეჟიმს დაუბრუნდება.

„ძაღლის რეჟიმი“ გაჩერებულ ავტომობილში საჭირო ტემპერატურის დაყენებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამასთან, ინფორმაცია სპეციალურ ეკრანზეც იქნება გამოტანილი. ამ დროს ავტომობილის კარი თუ ფანჯრები დახურული იქნება და აუდიოსისტემა კი ჩვეულ რეჟიმში იმოქმედებს. სიახლე Model 3-ს მფლობელებს საშუალებას მისცემს, რომ საყვარელი ცხოველი მანქანაში სიცხის დროსაც კი მშვიდად დატოვონ ხოლმე.

გარდა ამისა, ინოვაციური რეჟიმი გარე საფრთხეებსაც გააკონტროლებს, რასაც კამერების დახმარებით შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე საეჭვოს შეამჩნევს, ავტომობილის მფლობელს მაშინვე შეტყობინებას გაუგზავნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები