LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდება დაიბრუნა

139
ილონ-მასკი

ილონ მასკი ისევ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. საერთაშორისო გამოცემის Bloomberg-ის ინფორმაციით, „ტესლას“ ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, ასევე ამერიკული კორპორაციის აქციების ზრდის გამო, კომპანიის ხელმძღვანელის ქონებამ 187,1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გასული წლის ნოემბერში მასკის ქონება რეკორდულ 320 მილიარდ დოლარად შეფასდა. მაშინ „ტესლას“ ხელმძღვანელს ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანს უწოდებდნენ. ამჟამად ამერიკელი ბიზნესმენი 187,1 მილიარდი დოლარის მფლობელია. ასე რომ, მასკმა პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანს LVMH-ის კომპანიათა ჯგუფის პრეზიდენტს ბერნარ არნოს აჯობა. არნოს ქონება 185,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები