LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა სამსახურში 14 წლის ბიჭი აიყვანა

111
space-x

კომპანია SpaceX-მა და ილონ მასკმა 14 წლის მოზარდი დაასაქმეს. კალიფორნიელი კაირან კვაზი ინჟინერ-პროგრამისთვის პოზიციას დაიკავებს.

ბიჭმა ცოტა ხნის წინ სანტა-კლარას უნივერსიტეტი დაამთავრა და მიუხედავად ასაკისა, ბაკალავრის წოდებაც მიიღო. შემდეგ სტაჟირება გაიარა რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, მაგალითად intel-სა და blackbirg.al-ში, სადაც კიბერუსაფრთხოების საკითხებში გაიღრმავა ცოდნა.

SpaceX-ში კვაზი კოსმოსური ხომალდებისა და თანამგზავრთა სისტემების პროგრამირებაზე იზრუნებს.

ახალგაზრდა ამბობს, რომ უნივერსიტეტის წლები მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. ახალი სამსახური კი საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს რაღაც უფრო დიდში, ვიდრე თავადაა.

ამერიკელი მოზარდი თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების დამსახურებით ცნობილი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გახდა. 2 წლის ასაკში ის უკვე სრული წინადადებებით საუბრობდა, 9 წლისა მესამე კლასიდან პირდაპირ კოლეჯში გადაიყვანეს. 9 წლის ასაკშივე  IQ ტესტმა აჩვენა, რომ მისი ინტელექტი ზოგადი პოპულაციისგან 99%-იანი დიაპაზონით განსხვავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები