კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი შანხაიში „ტესლას“ ქარხანაში გამართულ ღონისძიებაზე აცეკვდა. ბიზნესმენმა სიტყვით გამოსვლის დროს ვერ მოითმინა და ცეკვა დაიწყო, რამაც სტუმრები ძალიან გაახალისა.
როგორც ნობილია, შანხაის ქარხანა Model Y-ს გამოშვებაზე იმუშავებს, ამასთან Model 3-ის შეკვეთებსაც მიიღებს. მთლიანობაში ქარხანა წელიწადში 250 ათას ავტომობილს მაინც ააწყობს.
აღსანიშნავია, რომ ქარხნის გახსნის დღეს წინასწარი შეკვეთით დამზადებული 10 Model 3 უკვე გაიყიდა. ჩინეთში აწყობილი ელექტროქარის ფასი 50 ათასი დოლარია, ამერიკაში კი მისი ფასი 35 ათასი დოლარიდან იწყება.
At Tesla Giga Shanghai NSFW!! pic.twitter.com/1yrPyzJQGZ
— Elon Musk (@elonmusk) January 7, 2020
