„ილონ მასკს სურს, ახალ პლანეტაზე თავისი „ლეგიონი“ (შვილები) დაასახლოს და შთამომავლობისთვის სუროგატ დედებს ეძებს“ – ასეთი სათაურით ავრცელებს სტატიას The Wall Street Journal.
გამოცემის ინფორმაციით, მასკს სურს რაც შეიძლება მეტი შვილი ჰყავდეს, რადგან იგი უკმაყოფილოა თანამედროვე მსოფლიოს დემოგრაფიული მაჩვენებლებით.
წყარო იმასაც ჰყვება, რომ მან ეშლი სან კლერს შვილის საკეისრო კვეთით გაჩენა მოსთხოვა, რადგან დარწმუნებულიყო, რომ ბავშვი თავის ტრავმის გარეშე დაიბადებოდა.
აღსანიშნავია, რომ უახლესი ინფორმაციი თანახმად, მისი სამიზნე ცნობილი და საოცრად წარმატებული კონტენტ-კრეატორი ტიფანი ფონგი გახდა.
მასკმა ტიფანისგან შვილის გაჩენა გასულ წელს განიზრახა და მას სანაცვლოდ 21 მილიონი დოლარი შესთავაზა. მანამდე მასკმა ის სოციალურ ქსელში გამოიწერა.
თუმცა, ამჯერად პლატფორმა, X-ის მფლობელმა შეთავაზებულ წინადადებაზე მტკიცე უარი მიიღო. ამის შემდეგ, გაბრაზებულმა ილონმა ტიფანიზე შურისძიება განიზრახა და მისი აქტივები დაბლოკა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ილონ მასკმა თავისი მე-14 შვილის დედას ფინანსური დახმარება შეუმცირა – ახალი დეტალები
