LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ ღა­მე­საც ფან­დუ­რი რომ გა­ვამ­ზა­დე, უნდა წაგ­ვემ­ღე­რა, ზვი­ად­მა და მე­რაბ­მაც ეს სიმ­ღე­რა გვთხო­ვეს… პროზექტურაშიც ვიყავით, სადაც ენით აუწერელი ამბები ხდებოდა… გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უსი­ნათ­ლო­ე­ბი და­ი­ხოც­ნე­ნო…“ – 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი, ლელა ვეფხვაძე ტრაგიკულ ღამეს კიდევ ერთხელ იხსენებს

199
ლელა ვეფხვაძე

„ჩვენი ოთხეულიდან ცოცხალი მხოლოდ მე ვარ. ისინიც უსინათლოები იყვნენ და დღეს თითოეული ძალიან მაკლია… კი, იმ ღამესაც ოთხივე ვმღერით… მერე იმ არეულობაში კაბელი გაწყდა ჩვენი ხმა აღარ ისმოდა…“ – ასე იხსენებს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი, ლელა ვეფხვაძე ტრაგიკულ ღამეს.

ქალბატონი, რომელმაც თა­ვი­სი 9 აპრილის ტრა­გი­კულ ღა­მეს სიმ­ღე­რით, შე­უ­პოვ­რად დახ­ვდა რუს­თა­ველ­ის გამზირზე მო­სულ რუ­სულ ჯარს, უკვე 30 წელია, რაც თბილისის მეტროში მღერის.

ლელა ვეფხვაძე 9 აპრილის ღამის მძი­მე წუ­თებ­ს საინფორმაციო პორტალთან, „ამბები ჯი“ იხსენებს:

„უჰაერობისგან ვხვდებოდი, რომ გონებას ვაკარგავდი. მერე არ ვიცი, რა მოხდა, რაღაცნაირად ხალხი გაიფანტა, დაიშალა, ხელის ცეცებით კედელს გავყევი, ორიენტაცია არ მიჭირს და მაშინდელი მილიციელების ჯავშანჟილეტებს ვებღაუჭებოდი და ასე ხელით მივყვებოდი. მერე პირველ სკოლასა და პარლამენტის შენობას შორის ქუჩაზე გავედი. უნდა ჩავმხრჩვალიყავი, მაღალი ბორდიური იყო და ჩემი დის კივილი მომესმა – ლელაკო, მიშველეე! – ჩემი და განწირული ხმით ყვიროდა…

უკვე ვგრძნობდით, რომ ვერ გავექცეოდით, პატარა გამხდარ გოგოებს რა შეგვეძლო?! მათ ვერ დავეხსნებოდით, ჯერ მარტო ჩვენი მხედველობიდან გამომდინარე და ასევე ემოციებიდან გამომდინარე. მერე ჩვენ წინ ბიჭებმა გაირბინეს, მათ გაეკიდნენ და ასე გადავრჩით… ერთმა ბიჭმა გვითხრა, მიწისქვეშა გადასავლელთან არ გაჩერდეთ, აქეთაც და იქითაც ჯარისკაცები არიანო და იმ მხარეს წავედით, საიდანაც ჩამოვედით… ბესიკის ქუჩას ავუყევით, სადაც რაღაც ავტობუსი იდგა, დარბეულ ხალხს აგროვებდა და მერე იმ ავტობუსმა უნივერსიტეტში გადაგვიყვანა. ცოტა ხანში გამოცხადდა, რომ მსხვერპლი იყო და გარდაცვლილები პროზექტურაში გადაჰყავდათ. მეგობრების ძებნა დავიწყეთ. პროზექტურაშიც ვიყავით, სადაც საოცარი ამბები ხდებოდა, ენით აუწერელი… ვისაც ვეძებდით, იქ არ აღმოჩნდა…

გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უსი­ნათ­ლო­ე­ბი და­ი­ხოც­ნე­ნო. ამან უფრო და­მა­დარ­დი­ა­ნა. არა­და, ყვე­ლა მე წა­ვიყ­ვა­ნე იმ ღა­მეს, ავი­ყო­ლიე. მათ რომ რამე მოს­ვლო­დათ, თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი. მათი ქმრე­ბიც კი და­ვი­ყო­ლიე, რომ წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ნი გა­დავ­რჩით, მაგ­რამ მო­წამ­ლუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ოთხი­ვეს ცრემ­ლდე­ნა გვქონ­და და ღე­ბი­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა… 2 კვი­რის მან­ძილ­ზე არ­სად მივ­სულ­ვართ, თით­ქოს გვე­რი­დე­ბო­და, ხალ­ხი და­ი­ხო­ცა და ჩვენ მო­წამ­ვლას ვჩი­ო­დით.

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

ამ ტრა­გე­დი­ი­სას კარ­გი ის იყო, რომ ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო იგ­რძნო­ბო­და, ყვე­ლა გვე­ფე­რე­ბო­და… ბევ­რმა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის, „9 აპ­რი­ლის“ მო­ნა­წი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, მათ შო­რის ისე­თებ­მა, სა­ერ­თოდ რომ არ ყო­ფი­ლან იქ… ჩვენ 9 აპ­რი­ლის მო­ნა­წი­ლის სტა­ტუ­სი არ გვქონ­და მა­შინ. არა­და, შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში შუ­ქის და გა­ზის გა­და­სა­ხადს არ იხ­დიდ­ნენ. როცა 9 აპ­რი­ლის კო­მი­ტეტს მი­ვა­კი­თხეთ, ჩვენც მოგ­ვეხ­მა­რეთ-თქო. ცნო­ბა მოგ­ვი­ტა­ნეთ, რომ 9 აპ­რი­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხარ­თო…“ – იხსენებს ლელა ვეფხვაძე.

„თავისუფლება, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიაზე – ამ ყველაფრის საფუძველი იმ გმირებმა ჩაყარეს, ვინც 1989 წლის 9 აპრილს ქუჩაში გამოვიდა“ – ნინო ზამბახიძე

„ათასობით მამაცი ადამიანი დაუპირისპირდა კონკრეტულ მტერს — რუსეთს, გაუძლო დარბევას, კომენდანტის საათს და ბევრი მათგანის სიცოცხლეც შეეწირა“

შეგახსენებთ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

ირაკლი კობახიძე: „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ – დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

„ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს და ამას ქართველი ხალხის გამარჯვება ერქმევა“ – ნანა მახარაძე

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

„მარტო ვარ ამდენ ადამიანთან, ერთი წამით არ მეშინია. ესენი არიან უღმერთო ადამიანები, სანთლის დანთების უფლება არ მომცეს“ – 9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g