LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ გვირაბის თავზე, რომელმაც 13 ივნისს ღვარცოფი ვერ გაატარა, ახალ სახლს აშენებენ

4233
gvirabi-vere

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც გამოსახულია გვირაბი, რომელმაც 13 ივნისს მდინარე ვერეზე მოვარდნილი ღვარცოფი ვერ გაატარა. ზუსტად მის თავზე შენდება ახალი საცხოვრებელი სახლი.

გთავაზობთ ასოციაციის პოსტს თემაზე:

„ფოტოზე თქვენ ხედავთ გივი სვანიძის ქუჩაზე, თამარაშვილის ქუჩის ქვეშ მდებარე ბეტონის სადინარს, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისს ვერ გაატარა მდინარე ვერეს ხეობაში მოვარდნილი ღვარცოფი. ჯერ დაიტბორა სვანიძის ქუჩა, შემდეგ კი გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რასაც 23 ადამიანი ემსხვერპლა.

ეს კი, გვირაბის თავზე მიმდინარე მშენებლობაა, რომელიც არის უკიდურესად საფრთხის შემცველ ზონაში. აქ მოსალოდნელ ტრაგედიაზე (რაც მოსალოდნელია ნეიტრალური გეოლოგების და ჰიდროლოგების მოსაზრებით) მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის გამცემ მუნიციპალურ სტრუქტურებს და შესაბამისად, თბილისის მერიას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g