გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“ თეო ჭულუხაძისა და ავთანდილ როინიშვილის სიყვარულის ისტორიაზე სიუჟეტი მოამზადა.
სამი წლის წინ დაწყებული სიყვარული ისტორია, გერმანიაში, საქართველო-პორტუგალიის მატჩზე ხელი თხოვნით დაგვირგვინდა.
ავთანდილ როინიშვილი:
ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, ამიტომ როდესაც საზღვარგარეთ არის თამაშები, ვცდილობ, სულ დავესწრო. 26 მარტის თამაშზეც ერთად ვიყავით, მაშინ გადავწყვიტე, რომ თუ მოვიგებთ, ისე როგორ ჩაივლის ევროპის ჩემპიონატი, მე და თეო ერთად არ ვიყო-თქო…
პორტუგალიასთან თამაში სპეციალურად ავარჩიე…
თეო ჭულუხაძე:
რომ ვთქვა, საერთოდ არ ველოდი-თქო, სწორი არ იქნება, მაგრამ იმ მომენტში მართლა არ ველოდი. წინა მხარეს მისი მეგობრები ისხდნენ და ერთ-ერთმა დაუძახა, ფოტო გადაგვიღეო, მე ტელეფონში ფოტოებს ვათვალიერებდი, ამ დროს ჩაიმუხლა…
ძალიან გახარებული ვიყავი…
🥹💍 ხელის თხოვნა საქართველო-პორტუგალიის თამაშზე🥹💍 ხელის თხოვნა საქართველო-პორტუგალიის თამაშზე 🥰 თეო ჭულუხაძისა და ავთანდილ როინიშვილის სიყვარულის ისტორია ✍️ #ნინუცა_როსტიაშვილი
Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on კვირა, 07 ივლისი, 2024