ახალი კანონპროექტით, იმ პირთა წრე ფართოვდება, რომელთაც მშვიდობიანი შეკრების უფლება შეიძლება აეკრძალოს. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განმარტავს ტერმინს “თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურე”.
ცვლილებების მიხედვით, თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელიც არის:
- პროკურატურის მუშაკი;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი;
- საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;
- საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური
- პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე;
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო
- დეპარტამენტის თანამშრომელი;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე;
- საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტი მიზანია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან.