2022 წელს გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე, 27 აგვისტოს მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფის გახსნას მუსიკოსის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და მისი შემოქმედების გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ამავე დღეს, ლევან კბილაშვილის სახლსა და მუზეუმში, მიერ მიერ შესრულებული ამ დრომდე ბევრისთვის უცნობი ნახატებიც გამოიფინა.
ლევან კბილაშვილის ნამუშევრების ვიდეოკოლაჟს სოციალურ ქსელში საზოგადოებას უზიარებს მომღერლის და, სალო კბილაშვილი და წერს, რომ ეს საოცარი ნამუშევრები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლევანი დაუჯერებელი ნიჭის მატარებელი იყო:
„ლევან, იმ საშინელ დღეს, როცა შენს სახლში შემოვიდნენ და შენი ოთახი ნახატებითა და უამრავი საოცარი ნივთით დამშვენებული დაინახეს, თქვეს – „ნამდვილი ხელოვანის სახლში მოვხვდითო“… და მართლებიც იყვნენ.
ეს უნიკალური სილამაზე და საოცარი ნამუშევრები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დაუჯერებელი ნიჭის ადამიანი იყავი და სამუდამოდ დარჩები“, – წერს ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშვილი სოციალურ ქსელში.
@salo.kbilashvili ლევან 🥹 იმ საშინელ დღეს, როცა შენს სახლში შემოვიდნენ და შენი ოთახი ნახატებითა და უამრავი საოცარი ნივთით დამშვენებული დაინახეს, თქვეს – „ნამდვილი ხელოვანის სახლში მოვხვდითო“… და მართლებიც იყვნენ. ეს უნიკალური სილამაზე და საოცარი ნამუშევრები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დაუჯერებელი ნიჭის ადამიანი იყავი და სამუდამოდ დარჩები… 🥹❤️#ლევანკბილაშვილისმუზეუმი #levankbilashvili🖤 #ლევანკბილაშვილი💔💫🤍 #foryou #ფორიუ ♬ Originalton – art_of_Georgian_music