პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს. კანონში დაგეგმილი ცვლილება რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს.
უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კუთხით ჩადენილი უკანონობები შეახსენა და აღნიშნა, რომ პრეტენზიების გამოთქმამდე ამ შეცდომებზე უნდა ეფიქრათ.
„მინდა, გავიხსენო ერთი პატარა ამბავი, რომელიც ჩემს ბავშვობას ეხება. ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ყოფილი ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც გავიზარდე და ბავშვობა გავატარე, იყო ერთი სკვერი, სადაც ახალგაზრდობა, ბავშვები, უფროსები ვიკრიბებოდით ხოლმე, სკოლის ფეხბურთის ტურნირებიც იქ ტარდებოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვკავდებოდით.
ნუ გაგიკვირდებათ, რატომ არ ვგავართ პარიზს, ან ბარსელონას - ხაზარაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 10 ივნისის სხდომაზე დაიწყო და დღეს გრძელდება.
დღეს, აქ წარმოდგენილმა პიროვნებებმა, რომლებიც ძალიან აპროტესტებენ წარმოდგენილ კანონპროექტს, ზუსტად ამ სკვერში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მივიდნენ, დაიკანონეს, ხალხის პროტესტის მიუხედავად, სკვერის ადგილზე კორპუსი ააშენეს და მთელი უბნის ახალგაზრდობის, საზოგადოების შეკრების ადგილი საერთოდ გააქრეს“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრმა, დავით კაჭარავამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, სკვერის ადგილას კორპუსის მშენებლობის დროს, წინა ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანიც დააკავა.
„მაშინ ხმას ვინ ამოიღებდა?! ადამიანების ერთიმეორის მიყოლებით უშვებდნენ ციხეში.
ამის შემდეგ საერთოდ საოცრება მოხდა; დაამთავრეს ეს კორპუსი და მასში ეკონომიკის სამინისტრო გადაიტანეს და მიაქირავეს ეკონომიკის სამინისტროს. ანუ, თავისი სიმახინჯე მიაქირავეს თავისივე ბიზნესს და კიდევ იდებდნენ ფულს ჯიბეში. მგონი, ეს კორპუსი დღესაც არაა ჩაბარებული და ზუსტად ეს კანონპროექტი შეეხება მასაც და ჩაბარდება.
მოკლედ, რის თქმა მინდა:
თქვენი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს ხელისუფლება სკვერების ადგილას კორპუსებს არ აშენებს, პირიქით – თვლადია, რამდენი სკვერი აშენდა.
ამიტომ, ხალხს რაც სჭირდება, ის გავაკეთოთ, დავამთავროთ ეს ყველაფერი და ჩვენს ქალაქს, ქვეყანას სიმახინჯეებს ნუღარ შევმატებთ. ცოტა დაფიქრდით, როცა დიდი პრეტენზიებით გამოდიხართ და ხალხს რაღაცებს ასწავლით“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვით განახლდა.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 10 ივნისის სხდომაზე დაიწყო და დღეს გრძელდება.
