14 დეკემბრიდან გაყიდვაში iMac Pro გამოდის. Apple-ის წარმომადგენელთა თქმით, სიახლე Mac-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი იქნება. მოწყობილობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში დაანონსდა, თუმცა მისი გაყიდვები მხოლოდ ახლა იწყება.
iMac Pro-ს ფასი აშშ-ში 4999 დოლარი, ხოლო სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი იქნება.
რაც შეეხება ტექნიკურ მაჩვენებლებს, მას 27 დიუიმიანი Retina 5K-ის ეკრანი, Intel Xeon-ის 18 ბირთვიანი ჩიპი და AMD Radeon Pro Vega-ს ვიდეოკარტა 16 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით.