LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Imagine Dragons საქართველოში კონცერტს მართავს?

343

საპრომოუტერო კომპანია Fix Group-ის „ფეისბუქის“ გვერდზე რამდენიმე საათის წინ განთავსდა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ცნობილი ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons, რომელიც ევროპულ ტურნეს მართავს, საქართველოშიც ჩამოვა კონცერტის გასამართად.

Fortuna.ge დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელსა და პროექტის ხელმძღვანელს, ირაკლი კობერიძეს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პირველადი მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, აპრილის ბოლომდე ქართულმხა მხარემ ჰონორარი უნდა ჩარიცხოს, თარიღი კი უკვე შეთანხმებულია.

ირაკლი კობერიძე:

ცნობილ ჯგუფს ევროპული ტურნე აქვს, უკრაინა იყო ტურნეს ბოლო ქვეყანა. ამ ტურნეს ჩვენი პარტნიორი კომპანია აწყობს, შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ შეთავაზება და მოვილაპარაკეთ, რომ უკრაინიდან სექტემბერში Imagine Dragons საქართველოში ჩამოვა.

აპრილის ბოლომდე ჯგუფს ჰონორარის ნაწილი უნდა გადავურიცხოთ, მოგეხსენებათ, სხვა შემთხვევაში არტისტი არ ჩამოდის. 1-ელ მაისს პრესკონფერენციას გავმართავთ, სადაც ლოკაციას და თარიღს დავასახელებთ, ხოლო 4 მაისს ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

ანუ საბოლოოდ, არ არის დადასტურებული, ჩამოვლენ თუ არა?

გვყავს სპონსორები და გვაქვს ჰონორარის თანხა, თუმცა გვინდა, ბილეთი მსმენელისთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც „რიკი ე პოვერის“ 14 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე შევძელით, ამიტომაც მივმართეთ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას და გვაქვს სურვილი, რომ კონცერტის ფინანსურ მხარეში მონაწილეობა მათაც მიიღონ.

ზოგადად, შეთანხმება მიღწეულია, ახლა ტექნიკურ დეტალებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ავიაბილეთებსა და სასტუმროზეც შეთანხმებულები ვართ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები