LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმათ გასაგონად, ვისაც აუჩემებია: რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც შეიძლება დავინფიცირდე! უნდა აიცრა, რომ გადარჩე” – ქეთი ლობჟანიძე მოქალაქეებს მიმართავს

109
ყულკყუ

საფრანგეთში მოღვაწე ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება და მოქალაქეებს ვაქიცნაციისკენ მოუწოდებს.

“ჩვენს პატარა ქვეყანაში 10 000-ს გადააჭარბა კოვიდის მსხვერპლთა რიცხვმა!

მხოლოდ ოქტომბერში 1000-ზე მეტი დაიღუპა!

რეანიმაციებში 99% აუცრელია! როცა იმუნიზებული ადამიანი ინფიცირდება, მსუბუქად გადააქვს, ჰოსპიტალიზაცია არ ჭირდება! ეს იმათ გასაგონად, ვისაც აუჩემებია: რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც შეიძლება დავინფიცირდე! უნდა აიცრა, რომ გადარჩე, რეგვენო (ეს ეპითეტი ეკუთვნის იმ ტოქსიურ-აგრესიულებს, ინბოქსში რომ მივარდებიან ამ კითხვით და სისაძაგლეებს მწერენ)!

ცალკე უბედურებაა კოვიდით სიკვდილის პროცესი! ჯერ ზოგადად აუტანელია ოჯახის წევრის, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ათმაგად გაუსაძლისია, როცა ის ჰოსპიტალიზაციის, დიდი ბრძოლის, ტკივილისა და სიკვდილის შიშით იღუპება უცნობ ადამიანთა შორის და არა ახლობლებში!

მამა საუკეთესო ექიმის ხელში იყო, ბოლომდე იბრძოლეს რეანიმაციაში მის გადასარჩენად, მაგრამ მძიმე ფორმის გართულებების საშველი არაა! ადამიანი განწირულია ამ დროს! როგორც ექიმს მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ აი უკვე მე-10 თვე გადის, რაც ამ ტკივილით ცხოვრებას ვსწავლობ, ვცდილობ და ჯერ ვერ მოვახერხე, ძალიან მაკლია ის ბოლო ჩახუტება, რომელიც გამოვტოვე კოვიდის გამო, ვერ დავემშვიდობე, მადლობა ვერ ვუთხარი იმ უსაზღვრო სიყვარულისა და იდიალური მამობისთვის!

კოვიდით სიკვდილი ათმაგად გაუსაძლისი ტანჯვაა! ამდენს ვწერთ, გიზიარებთ მტკივნეულ გამოცდილებას, რომ გაფრთხილდეთ, აიცრათ და დაიცვათ პანდემიის რეგულაციები, მაგრამ უშედეგოდ! ისევ 25% არის აცრილი და ქოცი თუ ნაცი ერთმანეთის ჯიბრზე მრავალათასიან შეკრებებს აწყობს, რის გამოც ეს უბედურება არ მთავრდება, ისევ იღუპებიან კარგი ადამიანები და ოჯახები გლოვაში არიან!

ადამიანურობას განსაზღვრავს თანაგანცდა, ვისაც ეს არ გააჩნია მხეცია! ჩემთვის ადამიანებმა მხეცების სახე მიიღეს და ეს კატასტროფაა!”,- წერს ქეთი ლობჟანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები