რამდენიმე თვის წინ HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ მე-7 სეზონის პრემიერა 2017 წლის ზაფხულში დააანონსა. გუშინ კი, პორტალმა IMDb-მ დააკონკრეტა, რომ პროექტის ახალი ეპიზოდები ეკრანებზე 25 ივნისს გამოვა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მან მალევე წაშალა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ მეშვიდე სეზონში ტრადიციული ათის ეპიზოდის ნაცვლად ექვსი სერია შევა, თუმცა პროექტის ავტორების თქმით, თითოეული სერია მასშტაბითა და ბიუჯეტით ყველა წინამორბედს გაუსწრებს.
