მსახიობი, თათული ედიშერაშვილი 42 წლის ასაკში გარდაცვლილ მსახიობსა და რეჟისორ, ოთო ქათამაძეზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
„უკანასკნელი ტაში… ოთიას ბოლო გზა სცენიდან უსასრულობაში!“ – 42 წლის ასაკში გარდაცვლილ მსახიობსა და რეჟისორს, ოთო ქათამაძეს კოლეგებმა უკანასკნელი ტაშით მიაგეს პატივი
42 წლის ასაკში გარდაცვლილ მსახიობსა რეჟისორს, ოთო ქათამაძეს კოლეგებმა უკანასკნელი ტაშით მიაგეს პატივი.
„ოთია, მას შემდეგ რაც გადაწყვიტე „ზემოდან გვიყურო“ (ზუსტად ვიცი ამაზე როგორ გაიცინებდი) პირველად უნდა ვითამაშოთ ხვალ „ხანუმა“. სხვა რეალობაში და ძალიან ცუდ რეალობაში! ძალიან მიჭირს ემოციურად ჰოდა ვიცი იქ იქნები! ნეტა საიდან შემოგვხედავ და მერე? მერე რომ დამთავრდება სპექტაკლი როგორც წესი ვინ მკითხავს რა ქენითო? ან სიცილით „ეგ კაია, დატოვეო“. იმდენ ამბავს გიყვები გონებაში ხან ვიცინით, ხან ვქოთქოთებთ. ვახ, ოთია ასე არ შეიძლებოდა! ძალიან მენატრები ჩვენო ოთია. ეჰჰ რამდენჯერ მოგიძღვნი ჩემთვის ჩუმად სპექტაკლს მაგრამ მაინც ვერ იქნება შვება. სად წახვედი ადამიანო“, – წერს მსახიობი.
„გაფრინდა, მშვიდობით მეგობარო….“ – ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი, ოთო ქათამაძე გარდაიცვალა
ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი, ოთო ქათამაძე გარდაიცვალა.
რეჟისორი და მსახიობი, ოთო ქათამაძე 24 აგვისტოს გარდაიცვალა. ოთო ქათამაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მას ანევრიზმა გაუსკდა. ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაციაც ჩაუტარდა.
მოგვიანებით, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ოთო ქათამაძე სამკურნალოდ თურქეთში, სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ოთია, მას შემდეგ რაც გადაწყვიტე "ზემოდან გვიყურო"( ზუსტად ვიცი ამაზე როგორ გაიცინებდი) პირველად უნდა ვითამაშოთ ხვალ "…
Posted by Tatuli Edisherashvili on პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025