დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 9 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა.
გათავისუფლების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ და ისაუბრა სტუდენტ ანრი კაკაბაძეზე, რომელიც სასამართლომ პატიმრობაში დატოვა:
„იმდენად განვიცდი, რომ ჩემი სტუდენტი დარჩა საპატიმროში და მე გარეთ ვარ… ამ წუთში ძალიან ცუდად ვარ, გული ძალიან მტკივა, ნეტავ, მე ვიყო იქ და ის იყოს გარეთ, მეტი რა შემიძლია?“, – თქვა მამუკა ჯორბენაძემ.
დეკანი: ჩემი სტუდენტი საპატიმროსაში დარჩა და მე გარეთ ვარ… გული მტკივა💬 „იმდენად განვიცდი რომ ჩემი სტუდენტი საპატიმროსაში დარჩა და მე გარეთ ვარ… გული მტკივა, ნეტა მე ვიყო იქ და ის იყოს გარეთ“ — მამუკა ჯორბენაძე 📌 მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, ანრი კაკაბაძე კი პატიმრობაში დატოვა
Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 28 იანვარი, 2025
ცნობისათვის, სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკან მამუკა ჯორბენაძესთან ერთად გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სტუდენტები გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე, ხოლო პატიმრობაში დატოვა ანრი კაკაბაძე. მასთან დაკავშირებით, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ ის წარსულში ნასამართლევია.
ცნობისათვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 11 დეკემბერს შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.