LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იმდენად მომეწონა, რომ ცრემლი ვერ შევიკავე” – ია გოდერძიშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

80
iagoderdzishvili2012

რადიო ,,არ დაიდარდოს” და გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” ია გოდერძიშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერის პრემიერით „ჩემად გიგულე“. ასევე იამ ეთერის მსვლელობისას ისაუბრა საახალწლო ტრადიციებზე.

რიგით პირველი სიმღერა, დუეტი, რომელიც ჩვენს ეთერში დაპრემიერდა თქვენი შესრულებით, როგორ მიიღო ხალხმა?

საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ და მომეცით საშუალება ჩემი სოლო სიმღერის პრემიერა შემდგარიყო თქვენს ეთერში. ჩემს ფეისბუქ გვერდზე განვათავსე უკვე და მსმენელს ძალიან მოეწონა, ასევე იგეგმება სატელევიზიო პრემიერაც. რაც შეეხება დუეტს, კრეხელობაში ნუ ჩამითვლით, მართლას გეუბნებით, ყოველ დილით მირეკავდნენ დიდი თანამდებობის პირები, ოჯახები და მადლობას მიხდიდნენ ასეთი სიმღერის შესრულებისთვის. მე და ტატოს ხმები იმდენად შეერწყა ერთმანეთს და ისეთი გამოვიდა სიმღერა, რომ სულ მინდა ვუსმინო.

ახალ წელს მინდა შევეხო, რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ ოჯახში?

მყავს საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც აქვთ დიდი ოჯახები. ყოველ წელს ვიცვავ თოვლის ბაბუის ფორმას შევდივარ მათთან საჩუქრებით, ვულოცავ ახალ წელს და მთელი ღამე ყველანი ვართ ერთად. ეს არის ჩემი ერთ-ერთი საახალწლო ტრადიცია. ამ დროს ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ და გვავიწყდება ყველა პრობლემა. ჩვენ კახელები ვართ და კახური ღვინოთი ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს.

სიმღერა „ჩემად გიგულე“ როგორ დაიწერა?

ახალი სიმღერის „ჩემად გიგულე“ ტექსტი არის ჩემი, რომელიც ერთი ხელის მოსმით დავწერე. სიმღერის სათაური ძალიან იშვიათია, ხშირად არ გხვდება ასეთი სიტყვები. ერთ დღეს ჩემთან სტუმრად მოვიდა უნიჭიერესი გოგო, ჩემი მეგობარი ქეთი, რომელსაც ვაჩვენე დაწერილი სიმღერა და ვუთხარი, რომ მუსიკას არ შეესაბამებოდა, გადახედა და ზუსტად ორ წუთში შეასწორა ყველაფერი, არანჟირებაში მას ლომის წვლილი მიუძღვის. იმდენად მომეწონა, რომ ცრემლი ვერ შევიკავე. ჩაიწერა ჩემს უსაყვარლეს ზაზა გოჩიტაშვილთან, ასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩა, ამიტომ მადლობა მას ამისთვის.

 

ია გოდერძიშვილი – ჩემად გიგულე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ია გოდერძიშვილი – დეკემბერი. Live

 

ია გოდერძიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები