LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იმდენი ემოცია მქონდა, არც მახსოვს როგორ წავიკითხე” – მიშო ჟღენტი Microsoft-ის გუნდს შეუერთდა

74
misho345

გადაცემის ლაივი LIVE

6 აპრილს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მატემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მიშო ჟღენტი სტუმრობდა, რომელმაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიიდან Microsoft-დან მიღებულ შეთავაზებაზე ისაუბრა.

მიშო ჟღენტი Microsoft-ის გუნდს შეუერთდა – მსოფლიოს გიგანტ კომპანიაში კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა

– მიშო, რამდენად რთული აღმოჩნდა მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიაში სამუშაოს მოძიება?

– საკმაოდ რთული გასაუბრება გავიარე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებით დავძლევდი ყველა სირთულეს. დადებითი პასუხი ერთ კვირაში მივიღე. სიმართლე ვთქვა, იმდენი ემოცია მქონდა, არც მახსოვს როგორ წავიკითხე. ოჯახის წევრების გარდა არავინ იცოდა, რომ გასაურების გავლას ვგეგმავდი, რადგან ძალიან არ მიყვარს, გაუთავებელი შეკითხვები.

– საინტერესოა, კონკრეტულად რა პოზიციას ჩაიბარებთ?

– პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე მიმიწვიეს და სავარაუდოდ ისეთი სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ვიმუშავებ, როგორიც “სკაიპი” და “თიმსია”.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები