19 წლის მორაგბე საბა ჭეიშვილი, რომელიც 8 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საბა ჭეიშვილის მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ. საბას ფოტოს აქვეყნებს თავად რაგბის კლუბი აიაც, რომლის ა ლიგაშიც საბა თამაშობდა.
„რა საცოდაობა ასეთი ახალგაზრდას ასე ადრიანად წასვლა“… „ანგელოზი იყო და ანგელოზად წავიდა. იმდენი იბრძოლა ჩვენმა ხუჭუჭამ“… „ენით აუღწერელი ტკივილია“, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, საბა ჭეიშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქალაფუძის მოტეხილობა მიიღო.