იმედა არაბული და იუნა შაფათავა ახალ ქართულ-ამერიკულ ფილმში „თამარა“ მთავარ როლებს შეასრულებენ. როგორც თავად იუნა წერს, ახალ კინოსურათში ისინი გაშორებულ ცოლ-ქმარს ასახიერებენ.
გთავაზობთ იუნას სტატუსს ამ თემაზე და ფოტოებს, რომლებიც გადაღებიდან გამოაქვეყნა:
„T A M A R A
ახალი ქართულ-ამერიკული indie ფილმი, რომელშიც მე და იმედა უკვე გაშორებულ ცოლ-ქმარს ვთამაშობთ.
დრამა, თბილისი- New-York დანგრეული სიყვარულის, ძალადობის, ბედნიერების ძიების ისტორია. ქართულ ამერიკული იმიტომ, რომ ქართველები ვთამაშობთ, made in New York btw
იმედამ ისე ითამაშა, დღეს გულის შეტევა დამმართა, ისე განვიცადე. ძალიან ძლიერი მსახიობია და არანორმალურად მიხარია, რომ ისევ ერთად ვართ ერთ ფილმში .
რეჟისორი: Alla Ready
ოპერატორი: Slavs Rouss
Make-up: Susanna Yahnienko
ფილმში ასევე მონაწილეობას იღებენ ქართველი მსახიობები მაშო მელქაძე, გიორგი ფოცხვერია და სხვები.
გადაღებები მიმდინარეობს ნიუ-იორკში.
შეგახსენებთ, რომ ალას გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ნოემბერში ვითამაშე, არის ნიუ-ჯერსის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
გადაღებების მსვლელობას შეგატყობინებთ.
გვისურვეთ წარმატებები“.
იუნა შაფათავა უკვე რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს, იმედა არაბული კი იქ გარკვეული პერიოდის წინ გაემგზავრა საცხოვრებლად.