LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, ჩემი ისტორია ხალხს შთააგონებს: ვიალიმ კიბო დაამარცხა

2426374-50426250-2560-1440

ჯანლუკა ვიალიმ კიბო დაამარცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიის ნაკრებისა და ”იუვენტუსის” ყოფილმა ფორვარდმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

„ახლა თავს კარგად ვგრძნობ,კარგ ფორმაში ვარ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, როგორ დასრულდება ეს მატჩი.
როდესაც ავად ვიყავი, არ მინდოდა ვინმეს რაიმე შეემჩნია.მე მაინც ყველასთვის ცნობადი სახე ვიყავი, ამიტომ მაისურის ქვეშ სვიტერს ვიცვამდი, რომ არავის არაფერი შეემჩნია.

იმედი მაქვს, რომ მაგალითი გავხდები იმ ადამიანებისათვის, ვისაც ცხოვრებაში მსგავსი ეტაპი აქვს გასავლელი. მთავარი ისაა, რომ იფიქრო, როგორც გამარჯვებულმა. მხოლოდ ჩვენი ცხოვრების 10%-ს შეადგენს ის, რაც გვემართება, 90% კი ის არის, თუ როგორ ვებრძვით მას. იმედი მაქვს, ჩემი ისტორია ხალხს შთააგონებს და საკუთარი თავის რწმენას მისცემს”, – განუცხადა ვიალიმ Corriere della Sera-ს.

ვიალი იტალიის ორგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის 1995/96 წლების სეზონის გამარჯვებულია. იტალიის ნაკრებთან ერთად მან 1988 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g