LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, სააკაშვილი პირობას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს, მას შეუძლია, დაასრულოს ეს სიგიჟე და აბსურდი: დავითულიანი

84
ბექა დავითულიანი

“იმედი მაქვს, ამ შეთავაზების შემდეგ, მოშიმშილე დეპუტატები შიმშილობას შეწყვეტენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი თავის პირობას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს.” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილისთვის აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას.

როგორც დავითულიანი აცხადებს,”მას შეუძლია, რომ დაასრულოს აბსურდი, ან თქვას, რომ ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ჯანმრთელობა, სიცოცხლე ემეტება”:

“პენიტენციური დაწესებულება პატიმრის გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას ორი კომპონენტით იღებს – ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. პენიტენციურმა სისტემამ განაცხადა, რომ ვინაიდან პატიმარი შიმშილობას არ წყვეტს ციხის დაწესებულებაში, ალტერნატივა საპატიმრო დაწესებულების მიღმა, სადაც უსაფრთხოება იქნება დაცული და ყველა პირობაა, არის მრავალპროფილური კლინიკა.

იმედი მაქვს, ამ შეთავაზების შემდეგ, მოშიმშილე დეპუტატები შიმშილობას შეწყვეტენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი თავის პირობას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს. სააკაშვილს არჩევანი, სად იმკურნალოს, არ აქვს, ის უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო სერვისებით ციხის დაწესებულებაშიც, მაგრამ მას ალტერნატივის სახით შესთავაზეს არასაპატიმრო სამკურნალო დაწესებულება.

ახლა მას შეუძლია, დაასრულოს ეს სიგიჟე და აბსურდი, ან თქვას, რომ ელენე ხოშტარიასა და მისი თანაგუნდელების ჯანმრთელობა, სიცოცხლე ემეტება, რომ მის პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს.” – თქვა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერსებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტურქციული პოლიტიკური ძალების წაქეცებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელწიფოს მხრიდან იქნება დაცული.” – განაცხადა ბრეგაძემ.

magti 5g