LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და წინააღმდეგობის გარეშე: მეუფე გრიგოლი

105
Screenshot-2021-04-12-at-12.57.48-AM

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმნდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ის მიესალმება იმ ღონისძიებების გატარებას, რაც პრობლემას აღმოფხვრის.

“ამას დიდი პასუხისმგებლობით სჭირდება გაძღოლა, ეს სახელმწიფოსგან იქნება თუ ეკლესიისგან. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, მე ის ვიცი, რაც არის ახლა – ძალიან დიდი ხმაური და სიმართლე ვთქვათ, ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული, ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ.

იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

მე მივესალმები, თუ უწესრიგობაა, წესრიგის დამყარებას, თუ დანაშაულია, აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორებას; იმ ღონისძიებების გატარებას ეკლესიიდან თუა საჭირო, ეკლესიიდან, თუ სახელმწიფოდანაა საჭირო, სახელმწიფოდან, იმ ნაბიჯებს, რომლებიც აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს დღეს მთელ საზოგადოებას,”- განაცხადა მიტროპოლიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g