LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედი” ოქუაშვილისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს

collage

ტელეკომპანია „იმედი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიის იურისტი ანდრო ლაშხი ამბობს, ბიზნესმენს „რუსთავი 2“-ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადების დამტკიცება მოუწევს.  მისი განცხადებით, ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ თითქოს არსებობდა სუს-ის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელიც მას „ომეგას“ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, „იმედის“ ეთერში უნდა წაეკითხა.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, უარეყო მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ცნობები რეკეტთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო. ოქუაშვილის თანახმად,  მისგან ითხოვდნენ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წაეკითხა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც უარყოფდა ყველა იმ ცნობას, რაც მანამდე გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g