LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი“: პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

247
230717891_3666604883563821_4658523034437510278_n

ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ინფორმაციას მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

„1-ელ თებერვალს  პარტიის ყრილობა გაიმართება.

ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, – წერს „იმედი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g