LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იმედია, ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ” – კობახიძე 4 ეროპული ქვეყნის მინისტრის აქციაზე გასვლაზე

134
ირაკლი კობახიძე

იმედია, ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ 15 მაისის აქციაზე 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს განაცხადა.

,,სამწუხარო ისაა, რომ როდესაც ევროკავშირის კონკრეტული წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანად აისახება ევროკავშირის იმიჯზე. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ”, – თქვა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები