LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედია ეს ისტერია მალე დამთავრდება” – კრემლი აღიარებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ამუშავება “ჯერჯერობით შეუძლებელია”

165
BeFunky-collage (6)

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი იმედოვნებს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გარშემო არსებული “ისტერია”ადრე თუ გვიან დასრულდება. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

ამასთან, დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ შექმნილ ვითარებაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება შეუძლებელია.

„ისტერიკული რეალობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაშვებას, მაგრამ პროექტის ინფრასტრუქტურა მზად არის და არსად წავა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

“მაგრამ მაინც, იმედი ვიქონიოთ, რომ ისტერიკა აუცილებლად ადრე თუ გვიან დამთავრდება”, – დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.

უკრაინის კრიზისის ფონზე, გერმანიამ რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს” სერტიფიკაცია შეუჩერა- რაც შეეხევა თავად გაზსადენს პროექტი “ჩრდილოეთის ნაკადი 2” რუსეთის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენია და მან გაზი გერმანიას რუსეთის არქტიკის რეგიონიდან, ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” უკრაინის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გასული წლის ივლისში აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმება შედგა – მაშინ გერმანიამ ვალდებულება აიღო – რომ თუ რუსეთი შეეცდება, ენერგომატარებელი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს – საჭირო ზომები მიიღოს.

საჭირო ზომები კი გულისხმობდა სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის, სანქციების დაწესებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები