რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე სრულად მოიცვა – კადრებში სიმღერის მოყვარული ედო არზუმანოვი უდიდესი ემოციით, შესანიშნავად ასრულებს ნუნუ დუღაშვილის „კახეთოს“.
ედო არზუმანოვი ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში მუშაობს, სადაც „ფორტუნა“ ესტუმრა.
ედომ „ფორტუნას“ მისი ცხოვრების ბევრი საინტერესო ამბავი გაუმხილა.
„ფორტუნას“ რესპონდენტი სიყვარულზე საუბრისას ამბობს, რომ ერთხელ გული ატკინეს და დიდი ხანია, არავინ ჰყვარებია.
„შეყვარებული ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ. მას მერე არც მქონია სურვილი, ვინმე მყვარებოდა. ადამიანი ერთხელ გულს რომ გაგიტეხს, მერე უკვე ფრთხილად ხარ…
იმედია, გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვინც ჩემს გულს მოიგებს. აუცილებელი არაა, პამელა ანდერსონი იყოს. მთავარია, გული ჰქონდეს და ნორმალური ადამიანი იყოს…“ – ამბობს ედო არზუმანოვი „ფორტუნასთან“.
