“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატს ემზარ კვიციანს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შეყვარებული წყვილების დაქორწინების ხელშესაწყობად შექმნილ ცენტრში “კაი მსუყე თანხას” ჩარიცხავს. კვიციანი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ჩრდილში არ დარჩება და მის ქველმოქმედურ ხასიათს გამოავლენს.იქვე ახსენა “100 მილიონი”.
“დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და ამდენი წელიწადია, ქართველი ხალხის გვერდშია, ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს, ალბათ”, – განაცხადა კვიციანმა “მაესტროს” ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად კი დაამატა, რომ იმედი აქვს, არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ფონდს დაეხმარება “ყველა ქველმოქმედი, ყველა ქართველი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართველების და საქართველოს წინსვლა და გაძლიერება უნდა, მათ შორის, დეპუტატები”.
ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი შეყვარებულთა აღმრიცხავი ცენტრი საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. ცენტრის სახელწოდებაა “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”.
https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/424616928363691/?v=424616928363691