ტელეკომპანია “იმედის” ორმა ყოველდღიურმა დღის გადაცემამ, 25 აპრილიდან ძველი ფორმატით მაუწყებლობა შეწყვიტა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი საერთოდ დაიხურა, თუმცა ტელეკომპანიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ 1 მაისიდან “იმედის დილა” და “დღის შოუ” ეთერში შეცვლილი ფორმატით გავა.
მათი ცნობით, სწორედ ამ დღეს შეიტყობს მაყურებელი გადაცემების ახალი შინაარსისა და მისი ძველი თუ ახალი წამყვანების ვინაობის შესახებ.
ნახეთ ასევე: სოფო ნარჩემაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა (ვიდეო)