LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ წამყვანი ხატია ქვათაძე დაქორწინდა და პირველ შვილს ელოდება

10684
xatia

„იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ტელეჟურნალისტი ხატია ქვათაძე დაქორწინდა. მისი რჩეული თორნიკე ოქროსცვარიძეა. ტელეჟურნალისტი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან, გოგონას, რომელიც მაისში დაიბადება. როგორც ხატია ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, იპოვა ადამიანი, რომელმაც მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, გახდეს დედა:

„ვფიქრობ, ახლა ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი მაქვს. ველოდები პირველ შვილს და თან, ძალიან კარგი ადამიანი მყავს გვერდით. უზომოდ მადლობელი ვარ მისი, რომ არსებობს, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა და ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, როგორიც შვილის ყოლა და დედობაა. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასეთი პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში…“

ხატია ქვათაძე: „იმედი“ გეუბნებათ, რომ მთავრობა გადასარევი და უნაკლოა?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g