ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხელისუფლებას მოუწოდებს “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაიცვას კონსტიტუცია და ყველა ადამიანს, უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში მიეცეს კანონმდებლობით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.
“ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უნდა გააკეთონ განცხადებები, რომ სახელმწიფო არის ადამიანების მხარეს” – ხათუნა სამნიძე
მისი განცხადებით, მსვლელობა დაგეგმილია და მისვლას უამრავი ადამიანი აპირებს.
“ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უნდა გააკეთონ განცხადებები, არა რომელიც წაახალისებს ან გაუჩენს განცდას მოძალადე ჯგუფებს, რომ დასჯილი არ იქნება მათი მხრიდან ძალადობრივი ფაქტები, არამედ მკაფიოდ აჩვენებს, რომ სახელმწიფო არის ადამიანების მხარეს, რომელთაც სურთ გამოიყენენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თითოეული ადამიანი იქნება დაცული ამ პროცესში”
როგორც ხათუნა სამნიძე აცხადებს, ის იმედს იტოვებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეძლებს და დაიცავს წესრიგსა და ადამიანის უსაფრთხოებას.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათვამია, რომ უწყება მიიღებს ზომებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მსვლელობის უსაფრთხოება.