LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის რეგიონში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

106
საგრანტო პროგრამა

იმერეთის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტებიa:

  • lelogen – პროექტის მიზანია უზრუნველყოს ბავშვთა რაგბის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და როგორც Live რეჟიმში, ასევე თამაშის შემდგომ მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი.
  • Job Stalker – პროექტის მიზანია შეიქმნას პლატფორმა, რომელიც სამსახურის მაძიებლებს დაეხმარება გააუმჯობესონ სამუშაოს მოძიების პროცესი, ავტომატიზაციისა და AI ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს მათ, მარტივად იპოვონ შესაფერისი სამუშაო ადგილი ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა LinkedIn, Indeed, Job.ge და სხვა.
  • ნაბიჯი – პროექტის მიზანია შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რეგიონებში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრული მარკეტინგის უნარების მქონე ახალგაზრდებთან, რითაც ხელს შეუწყობს ბიზნესების ონლაინ წარმომადგენლობის გაძლიერებას, გაყიდვების ზრდასა და ახალგაზრდების დასაქმებას რეგიონებში.
  • Inko – პროექტის მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს ინოვაციური AR პლატფორმა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ვირტუალურად მოირგონ ტატუ სხეულზე, აღმოფხვრან შეცდომებისა და არასასურველი ტატუს გაკეთების რისკი. პლატფორმა ასევე აკავშირებს მომხმარებლებს ტატუ არტისტებთან და ტატუს სალონებთან.
  • Sapioo –  ინფორმაციის, განაცხადებისა და შეკვეთების მიღებისა და მათი დამუშავების ავტომატიზაციის B2B SaaS პლატფორმაა. Sapioo-ზე მუშაობა გუნდმა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და დღეს უკვე MVP ვერსია ბაზარზეა.
  • ქართულენოვანი დამხმარე ტექნოლოგიები უსინათლო პირებისთვის – პროექტის მიზანია საქართველოს ბაზარზე გაჩნდეს ქართულენოვანი, ხმოვანი მაჯის საათი უსინათლო პირებისთვის.

რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

magti 5g