LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

135
შსს

იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა მამაკაცი განაიარაღეს და შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g