LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

390
1

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,​ სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.

„ჭიათრის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი), უკანონოდ მოიპოვა 15 კუბური მეტრი ოდენობის კირქვის საღორღე ნედლეული.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, მდინარე ძირულას სანაპიროზე, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 30 კილოგრამი სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ძირულას კალაპოტიდან, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 11 ტონა სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა დაახლოებით 30 კუბური მეტრი ოდენობის ქვიშა-ხრეში“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g