ქუთაისში, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, განახლებული სასტუმრო “ხუალინგი” გაიხსნა.
იმერეთის მხარის ცნობით, სასტუმროში 40 სხვადასხვა ტიპის ნომერია განთავსებული და 22 ადგილობრივია დასაქმებული. შენობაში საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებიც ფუნქციონირებს.
სასტუმრო “ხუალინგის” მოსაწყობად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.