უინი ჰარლოუს 6 მილიონზე მეტი გამომწერი ,,ინსტაგრამზე”, კანადელი მოდელის ახალ პიკანტურ ფოტოებს განიხილავს. საგრიმიოროში გადაღებულ ფოტოებზე, 24 წლის ვარსკვლავი წელს ზევით შიშველი პოზირებს, თუმცა მკერდს ხელებით იფარავს.
პოსტში, ახალგაზრდა ლამაზმანი საზაფხულო პროექტზე წერს, რომლის დეტალები უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, უინიმ იმიჯი შეიცვალა. გოგონამ კარე შეიჭრა და ქერა გახდა.

