LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმის გამო რომ არ შემეძლო 3 კვირაში ერთხელ ძვირად ღირებული პრეპარატების გადასხმა, ეს დაავადება ხელახლა განმივითარდა, რამაც გამომაქცია ჩემი ქვეყნიდან“ – მაია ტურაშვილი

63
BeFunky-collage (1)

საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „რეალური სივრცე“ კიბოს მკურნალობის დაფინანსების სისტემაში არსებულ ხარვეზებს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო, ონკოპაციენტი მაია ტურაშვილი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აირჩია საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში წასვლა და ამ გზით დახმარების მიღება.

„მე ძალიან მძიმე დაავადება, კარცინომა დამიდგინდა და ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატები დამენიშნა. თავიდან დამეხმარნენ, მაგრამ იმის გამო რომ არ შემეძლო ყოველ სამ კვირაში ერთხელ ძვირად ღირებული პრეპარატების გადასხმა, ეს დაავადება ხელახლა განმივითარდა, რამაც გამომაქცია ჩემი ქვეყნიდან, საერთოდ, არ ვგეგმავდი აქ წამოსვლას. ჩემს ქვეყანაში მინდოდა ყოფნა. აქ იძულებით ვარ.
საქართველოში მე დაავადებაზე აღარ ვფიქრობდი, ვფიქრობდი მხოლოდ ფულზე. აქ [გერმანიაში] სიცოცხლე ხელმეორედ მაჩუქეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩამოვედი. ხელმეორედ გამაცოცხლეს. გერმანიაში არ მიწევს იმაზე ფიქრი, ფული როდის მექნება.
გერმანიას ყოველ თვე 10 000 ლარი ვუჯდები, რასაც ჩემი ქვეყანა ნამდვილად არ და ვერ მომცემდა.

 

მაია ტურაშვილი

“იმის გამო რომ არ შემეძლო სამ კვირაში ერთხელ ძვირადღირებული პრეპარატების გადასხმა, ეს დაავადება ხელახლა განმივითარდა, რამაც გამომაქცია ჩემი ქვეყნიდან.” – მაია ტურაშვილი – ონკოპაციენტი

Posted by რეალური სივრცე • 1tv.ge on შაბათი, 05 ნოემბერი, 2022

 

მესმის, რომ ქვეყანას უჭირს და მადლობელი ვარ იმის, რასაც ვიღებდი, მაგრამ ამ ქვეყანაში ადამიანია პრიორიტეტი. ვფიქრობ, საქართველოში დროა ადამიანი და მისი სიცოცხლე უნდა გახდეს პრიორიტეტი. საერთოდ უფასო უნდა იყოს ეს ყველაფერი, როგორც ეს გერმანიაშია. აი, ეს არის კომფორტი“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები