გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ხვიჩა მაღლაკელიძე ესტუმრა. გადაცემა მეტისმეტად მხიარულად წარიმართა, ისე მხიარულად, რომ გადაცემის წამყვანმა სიცილისგან მუცლის ტკივილის საწინააღმდეგოდ ”ბანდაჟი” ისურვა.
სუფრასთან ყოფნა კარგია, თუკი სასმელი გვარგია… როდის მოდის ბახუსი შენთან?
თითზე ჩამოსათვლელია ხალხი, ვისაც შეუძლია სუფრა აკადემიურად წარმართოს. თამადამ შეიძლება ჰერკულესის ფაფაზე გაქეიფოს. იმის გამო რომ ძალიან მოუცლელი ვარ, მირჩევნია უცებ გამოვშტრერდე და უვებ დავთვრე… ჭაჭაზე მოგახსენებთ. ჭაჭა მაშინ არის კარგი, რომ დალევ და გამომხდელს შეაგინებ, ან უცებ ჰაერის გაფუჭების და სიგარეტის გაკიდების რომ გეშინია, რომ არ აფეთქდეს იქაურობა. კონიაკმა ბოროტი სიმთვრალე იცის, ძალიან ადვილად წამოეგები პოლიტიკურ დებატებში, შეიძლება ისე გაგასულელოს კონიაკმა, რომ კორეის პრეზიდენტი შენიანი გეგონოს. ჭაჭა ჩაგაფიქრებს მომავალზე, წარსულზე არა, წარსული ”გკიდია”, ”ხვალ რა ვჭამოზე” გადადიხარ. ყველაზე კეთილშობილი, რომელიც გელამუნება და შარდით სავსე შარდის ბუშტიც კი არ გაწუხებს, ეს არის ღვინო.
მუსიკის ჰანგები სუფრაზე…
ჩვენ ისეთ საზოგადოებაში გვიწევს ქეიფი, ძირითადად გვბურძგლავს და არ გვიხდება შეუსაბამო მუსიკის მოსმენა.
ქალი სუფრასთან…
ჭამაც სხვანაირია, მოლხენაც, ქალის გარეშე როდესაც ხარ, ხინკლის წვენი იღლიიდან გადმოგდის. ქალი აბალანსებს, ჩხუბი თუა, მანდილი, თუ ”ნიფხავი” ისიც დიდ გავლენას ახდენს. მიყვარს ქალი სუფრასთან, ხანდახან ჭამის კულტურასაც შეგახსენებს. ქალის როლი ძალიან დიდია, რომ დალევ, საჭესთან დაჯდება და სახლში მიგიყვანს.
შენთან ერთად დიდი ბანდაჟი უნდა მეცვას, რომ მუცელი არ ამტკივდეს სიცილისგან, ახალი სიმღერა მოგვიტანე…
სიმღერა ეძღვნება ყველა ჯიგარ, ”კვერცხებიან” ქალბატონს. აი, ვაჟკაცი ქალები რომ არიან, ისეთებს. ტექსტისა და მუსიკის ავტორი არის ემიგრანტი ლია ცეცხლაძე. ”მენატრები” ასე ქვია სიმღერას.
რჩევები შენგან …
დილა დაიწყეთ ჰერკულესის ფაფით, შუა დღეს სალათის ფოთოლი მიირთვით, საღამოს კი გზა დამილოცნია…
ხვიჩა მაღლაკელიძე – მენატრები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ხვიჩა მაღლაკელიძე – ვინა სთქვა რომ ცხოვრების გზა დიდია. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები