LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმის გარანტი, რომ საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება, არის კანონი, ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო, რომელშიც კვალიფიციური ექსპერტები შედიან“ – საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი 

258
Untitled design (10)

„კითხულობენ, რა გარანტიები არსებობს, რომ საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება? გარანტია არის კანონი, რომელიც მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს იცავს, ეროვნული ბანკი, რომელიც ამას საკმაოდ მკაცრად და ჯეროვნად არეგულირებს, ზედამხედველობს და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელშიც კვალიფიციური, გამოცდილი კაპიტალის ბაზრის ექსპერტები შედიან“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.

როგორც გოგა მელიქიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 6 სექტემბერს პორტფელის არჩევის ვადა იწურება, კანონში ცვლილებების გატარების შემდეგ, მონაწილეს ნებისმიერ დროს, მუდმივ პერიოდში პორტფელის შეცვლის საშუალება ექნება:

„საინვესტიციო საბჭოს ექსპერტები საერთაშორისო დონეზე შერჩეულები არიან და ეს ხალხი, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მართავს თქვენს დანაზოგებს.

რაც შეეხება პორტფელის არჩევანს, ვადა არის 6-7 სექტემბერი, თუმცა ეს ვადა გახანგრძლივდება, როგორც კი კანონში ცვლილებებს გავიტანთ და მონაწილეს მუდმივი არჩევანის საშუალება ექნება, რომ ნებისმიერ დროს შეძლოს თავისი არჩევანი გააკეთოს.

საქმე ისე არ მუშაობს, რომ ყოველდღე პორტფელი ცვალო. მე მივიღე გადაწყვეტილება, 12 თვეში ერთხელ დავაკვირდე ჩემს გადაწყვეტილებას, მერე შემიძლია ნებისმიერ დროს შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება.

ვნებათაღელვა, რომელიც ემსახურება მაღალრისკიან პორტფელს, ეს არის მზარდი პორტფელი, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე საუკეთესო პორტფელი, ჩემი დანაზოგიც მზარდ პორტფელში მაქვს.

ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გრძელვადიან პერიოდში გვქონდეს 55% ჩვენი დანაზოგის ინვესტირებული კომპანიებში, რომლებიც მაღალ ზრდას მოიტანენ.

ყველაზე კარგი გარანტია არის განხორციელებული საქმე, ყველაფერი ფაქტობრივი გარემოებებით ფასდება. ჩვენ რომ ვიძახდეთ, რომ „სამომავლოდ, მე მგონი, ასე იქნება“, ეს იქნებოდა ჰაერში ლაპარაკი. ჩვენ ბოლო 4,5 წლის მანძილზე დავამტკიცეთ, რომ ეს რეფორმა მუშაობს, ამ რეფორმაში ყოფნა არის მიზანშეწონილი.

480 მილიონი ლარი მონაწილეების სახელზე დარიცხული სარგებელი აი, ეს არის გარანტია. საქმე თავის თავზე მეტყველებს. ამ ბოლო 4 წლის მანძილზე იყო კოვიდი, ინფლაცია, ომი და მერე კიდევ ინფლაცია. მიუხედავად ამ ტურბულენტობისა, ჩვენ მოვიტანეთ ინფლაციაზე 12%-ით მეტი შემოსავალი, როცა შარშან ყველა საპენსიო ფონდი შემცირდა რეგიონში, ჩვენ გავიზარდეთ 7%-ით, დავიცავით ჩვენი ინვესტიციები და სწორად გადავანაწილეთ“, – თქვა გოგა მელიქიძემ.

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 3.05 მლრდ ლარია

დაგროვებითი პენსიით საქართველოში 4,118 პირმა ისარგებლა – რა რაოდენობის თანხაა საპენსიო სააგენტოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g