LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმის მაგივრად, რომ მომიტინგეებს მოუწოდონ, დაიცვან კანონი, მოუწოდებენ სახელმწიფოს, ზომები არ მიიღოს მათ მიმართ, ვინც ე.წ. მამაკაცური ძალით უტევდა პრეზიდენტის სასახლეს – არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა“ – გია ვოლსკი ეუთო/ოდირირზე

107
გია ვოლსკი

„იმის მაგივრად, რომ ამ მომიტინგეებს, თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მოუწოდონ, დაიცვან კანონი, დამკვირვებლებად ჩამოვიდნენ საქართველოში, მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ არანაირი ზომები არ უნდა მიიღო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლახან, ე.წ. მამაკაცური ძალის გამოყენებით უტევდა პრეზიდენტის სასახლეს – როცა ზუსტად იცი, რომ არჩევნები საქართველოში სამართლიანად ჩატარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ზეწოლა და ბულინგი შედეგიანი იყო, რომელიც ეუთო/ოდირზე მოახდინა „დიფ სთეითმა“, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეუთო/ოდირის იმ დასკვნას, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს ეხება.

ეუთო/ოდირი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს“

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ამ დასკვნასთან მიმართებით „ქართული ოცნების“ პასუხი ორი ნაწილისგან შედგება, მათ შორის ის, რომ „საქმე გვაქვს პოლიტიკურად სამართლიან განცხადებასთან“.

„ჩვენი პასუხი შედგება ორი ნაწილისგან: პირველი, ეუთო/ოდირის პოზიტიური გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით ფეხქვეშ იქნა გათელილი, უფრო მეტსაც გეტყვით, თავზე გადაახიეს იმ მეთვალყურეებისა და პერსონალების ჯგუფს, რომლებიც აღიარებდნენ და წერდნენ, რომ საქართველოში ჩატარდა მართებული, სწორი არჩევნები იმ სტანდარტით, როგორც ეს იმართება დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

მეორე- ამ მდგომარეობაში ჩაყენებულმა ეუთო/ოდირმა დღეს, მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არ უნდა უნდა მიეცნენ ადამიანები, ვინც ქვეყანაში აყალიბებენ დესტრუქციის, დესტაბილიზაციის, ექსტრემიზმის სცენარს. ეს განცხადება სხვაგვარად არანაირად იკითხება. იმის მაგივრად, რომ ამ მომიტინგეებს, თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მოუწოდონ, დაიცვან კანონი, ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, ასევე იმის მაგივრად, რომ დამკვირვებლებად ჩამოვიდნენ საქართველოში, მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ არანაირი ზომები არ უნდა მიიღო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლახან ე.წ. მამაკაცური ძალის გამოყენებით უტევდა პრეზიდენტის სასახლეს. ახლახან, რამდენიმე მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველოს ცენტრალურ პროსპექტზე სისხლი დაღვრილიყო და ეუთო/ოდირი დღეს აკეთებს განცხადებას, რომ ამის წინააღმდეგ არაფერი უნდა გააკეთო. თუ დაარბია და დააშავა, მეორედაც უნდა დააშავოს და პირველ შემთხვევაში, კანონით თუ მსუბუქი ზომები გაქვს დაგეგმილი, მეორე შემთხვევაშიც კიდევ უფრო მსუბუქი უნდა იყოს და რამდენიც უნდათ, იმდენი უნდა გააკეთონ. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურად სამართლიან განცხადებასთან, მომართვასთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ .

მისი შეფასებით, ქვეყანაში საწინააღმდეგოა აზრის გამოთქმა არ იზღუდება.

„ვფიქრობთ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უნდა იცოდეს, რომ მათ ინტერესებს იცავენ და რომ ქვეყანაში არანაირი საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა და საპროტესტო აქცია არ იზღუდება, მაგრამ როდესაც ეს გადადის ძალადობის წინა პირობაში, ამასთან დაკავშირებით ზომები უნდა გამკაცრდეს. არ შეიძლება ადამიანების ერთმა პატარ ჯგუფმა მთელი ქვეყანა შანტაჟის ქვეშ ამყოფოს. ეს რეალობაა და ამ რეალობას როდესაც არ ითვალისწინებ და ზუსტად იცი, რომ არჩევნები საქართველოში სამართლიანად ჩატარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ზეწოლა და ბულინგი შედეგიანი იყო, რომელიც ეუთო/ოდირზე მოახდინა „დიფ სთეითმა“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g