ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე შინაგანი მდგომარეობისა და ურთიერთობების კავშირზე საუბრობს.
მისი თქმით, ჩვენს გარშემო გარემო და ურთიერთობები ხშირად ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია.
მისი თქმით, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ არ იმსახურებს, ისაუცილებლად მოიზიდავს ისეთ ადამიანს, რომელიც მას ეს განუსაზღვრავს.
„ჩვენს ირგვლივ ზუსტად ისეთ ადამიანებს ვიზიდავთ, როგორი შინაგანი მდგომარეობაც გვაქვს. შენ თუ გადაწყვეტ, რომ არ იმსახურებ, ამ შემთხვევაში შენ აუცილებლად მოიზიდავ ისეთ ადამიანს, რომელიც დაგიმტკიცებს, რომ შენ არ იმსახურებ.
ცნობიერად, შეიძლება გინდოდეს კარგი ურთიერთობები, კარგი სამსახური, მაღალი ანაზღაურება, მაგრამ ის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც არაცნობიერია, იმდენად გაუაზრებელია… რატომ? იმიტომ რომ სადღაც ადრეულ ბავშვობაში შეიქმნა და ეხლა აღარც გახსოვს და იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე იმუშავო, ცდილობ, რომ სხვა ადამიანები შეცვალო, გარემო შეცვალო. ეს წაგებული ბრძოლაა ყოველთვის, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც შეგიძლია შეცვალო, არის საკუთარი თავი.
თუ ახლა შენს ირგვლივ იყურები და არ მოგწონს ის გარემო, ურთიერთობები რაც გაქვს, ნაცვლად იმისა, რომ სხვა ადამიანებისგან ელოდო, რომ ისინი რაღაცას მიხვდებიან, შიცვლებიან, ჩაიხედე საკუთარ თავში და ჰკითხე – რისი წარმოდგენა გაქვს, რა დაჯერება გაქვს საკუთარ თავზე ახლა ისეთი, რომ ასეთ ურთიერთობებში ხარ ჩაბმული“, – ამბობს ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე.