დომენიკ მანგო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ იყო წასული სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც დომენიკ მანგო წერს, ჯარისკაცის ფორმები, რომელსაც უკრაინაში ომის დროს იყენებდნენ, „მეომრების დედებმა ამოკემსეს, რათა ამ ფორმებს სხვა გაეთბო“.
„შეიძლება ამ ფოტოში ვერაფერი უცნაური ვერ შენიშნოთ ერთი შეხედვით, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ხელით არის ნაკემსი. ეს ფორმები სანამ ჩვენამდე მოდიოდა, მანამ ხალხი ატარებდა მათ. იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ იჯდა მეომრის დედა და კემსავდა შარვალს, რომ სხვა გაეთბო, ბურძგლები მაყრის. ნახეთ, როგორ საგულდაგულოდ აქვს ნამუშევარი. ვინ იცის ამ ფორმის პატრონი ცოცხალი გადარჩა თუ არა, ან იქნებ ცოცხალიც არის და თავად მოკემსა…“, – წერს დომენიკ მანგო.