კაფე – სანაყინეების ქსელ „ლუკა პოლარეს“ გუნდი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს!
„იმისათვის, რომ ჩვენმა საყვარელმა უკრაინელმა ბავშვებმა მალე დაიბრუნონ ლაღი ბავშვობა, ვუერთდებით Save the Children – ის ფონდს და პირველ ეტაპზე, 10 000 ლარის შემოწირულობას ვრიცხავთ უკრაინის ბავშვების დასახმარებლად! გვჯერა, რომ მშვიდობა მალე გაიმარჯვებს! გაძლიერდი უკრაინა!“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც „ლუკა პოლარე“ ავრცელებს.