LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმისათვის, რომ ძირითად ინსტინქტში მიმეღო როლი, ,,ფლეი ბოისთვის” გავიხადე“ – შერონ სთოუნი

123
page

ცოტა ხნის წინ, 61 წლის მსახიობი, შერონ სთოუნი დრიუ ბერიმორის ონლაინ სტუმარი გახლდათ. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა კარიერაზე ისაუბრა და ფილმის გადაღებების დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, როლისთვის ის იძულებული გახდა, „ფლეი ბოისთვის“ გაშიშვლებულიყო.

„იმისათვის, რომ ძირთად ინსტინქტში მიმეღო როლი, ,,ფლეი ბოისთვის” გავიხადე, მე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მუდამ სტრატეგიულად ვმოქმედებდი“, – განაცხადა შერონმა.

და მართლაც, აღნიშნულმა სვლამ მსახიობს არნახული წარმატება მოუტანა, მან როლიც მიიღო და სექს სიმბოლოს ტიტულიც მოიპოვა. ძირითადი ინსტინქტის შემდეგ კი მისი კარიერა აღმავლობისკენ წავიდა, სულ მალე, მან ფილმში „კაზინო“ მიიღო მონაწილეობა, სადაც მას პარტნიორობა რობერტ დე ნირომ გაუწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g