„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, იმისათვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აბსოლუტურად თავისუფალი იყოს, აუცილებელია ამნისტია.
„იმისათვის, რომ ის იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, აუცილებელია ამნისტია, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ ჰქონდეს,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ევროპარლამენტარების თავდებობა ცუდი ვერსიად არაა, თუმცა, ის იმ პოლიტიკურ მსჯავრს ვერ გამორიცხავს, რომელიც ნიკა მელიას აქვს წაყენებული.
მანჯგალაძის შეფასებით, ოპოზიციონერების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიუღებელია სამართალდამცავებსაც ამნისტია იმავენაირად შეეხოთ და მსჯელობა, თითქოს უფრო მეტის მიღება შეეძლოთ, მხოლოდ ჰიპოტეტურია და არანაირი დასაბუთება არ გააჩნია.
„ყოველთვის შეიძლება საუბარი, რომ უფრო მეტი შეიძლებოდა ან უფრო ნაკლები. მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კაპიტულაციისთვის იყო მზად, ამიტომ ის, რომ უფრო მეტს მივიღებდით არის მხოლოდ ჰიპოტეტური საუბარი და არანაირი დასაბუთება ამას არ გააჩნია”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.