LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისათვის, რომ სასურველ ქალთან დაწოლილიყო, უილიამსმა თავი ლიამ გალაჰერად გაასაღა

53

რობი უილიამსის ბიოგრაფია სახელწოდებით „Reveal“ გაყიდვაში გამოვიდა. წიგნში ვარსკვლავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, მათ შრის ისიც, რომ იმისათვის, რომ სასურველ ქალთან დაწოლილიყო, ვარსკვლავმა თავი Oasis-ის ლიდერად, ლიამ გალაჰერად გაასაღა.

„მეც იმავე სასტუმროში ვიყავი გაჩერებული, სადაც ლიამი. ვიცოდი, რომ ნომერში ის მალე დაბრუნდებოდა, ვიცოდი ასევე მისი ფსევდონიმიც – ბილი შირზი. სასტუმროს თანამშრომელს სწორედ შირზად გავეცნე და მის ნომერში ჟურნალისტთან სექსით დავკავდი“, – განაცხადა მომღერალმა.

ვარსკვლავის თქმით, გალაჰერმა მას ეს ოინი გაუგო და საკმაოდ უცენზუროდ მოიხსენია, რაზეც რობი აცხადებს, რომ არც გაკვირვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები