LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისთვის რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, აუცილებელია ერთიანობა, ეს საზოგადოების დაკვეთაა, რომელიც პოლიტიკოსებმა ვერ გაითავისეს: პრეზიდენტი

40
სალომე ზურაბიშვილი

იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობა არის აუცილებელი. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე, “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და გავლენა საქართველოზე” განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს.

მისივე განცხადებით, პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული.

“ეს არის დაკვეთა საზოგადოების – შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ის, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, რამეთუ საზოგადოებას შეიძლება არ აქვს საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიამდე მიიტანოს და გააგებინოს თავისი ხმა” – განაცხადა პრეზიდენტმა

მისი განცხადებით, ეს დაკვეთა ამ პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა.

“როგორც კი ხედავ რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები. ახალი არქიტექტურა იქმნება, თუმც არავინ იცის როგორი იქნება და ამ შემთხვევაში, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და მას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფაქტია, რომ როგორც ეს ხდება ყველაზე დიდი კრიზისების და ომების შემდგომ, ამ ყველაფერს მოჰყვება გადაფასება და ახალი უსაფრთხოების ფორმების ძიება, რომელიც არ დაუშვებს ამ ტრაგედიების გამეორებას. ასე შეიქმნა თავის დროზე გაერო ევროკავშირი, ნატო და დღესაც ამის მოლოდინში ვართ, რომ განახლდეს ეს ორგანიზაციები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები