LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმისთვის, რომ სპორტულ სკოლაში მოვხვედრილიყავი მამაჩემმა მოტოციკლეტი გაყიდა, რომელიც შვილივით უყვარდა.. ეს იყო სტიმული ჩემთვის, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა“ – თემურ ქეცბაია

255
Untitled

გადაცემა „სთორის“ სტუმარი თემურ ქეცბაია იყო.

წამყვანის კითხვაზე, როგორ მოხვდა ის სპორტულ სკოლაში თბილისში, ქეცბაიამ ბავშვობის წლები გაიხსენა:

„მე-6 კლასში ვიყავი, როცა თბილისში, სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამიყვანა მამაჩემმა. იქ სინჯები იყო, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, გარკვეული თანხა იყო გადასახდელი… 500 მანეთი. მაშინ მამაჩემს ჰყავდა მოტოციკლეტი, რომელიც შვილივით უყვარდა და მოუწია ამ მოტოციკლეტის გაყიდვა… ამას როგორ დავივიწყებდი. ამხელა დახმარება გამიწია მამამ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი შვილი, ოჯახში კიდევ ორი ძა და ერთი და იყო. ეს ამაგი მამასგან კი რაღაცნაირი სტიმული იყო ჩემთვის, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა“ – იხსენებს თემურ ქეცბაია.

ვიდეო: „ყველაფერს გავაკეთებდი, რომ კიდევ ერთხელ მენახა ისინი“ – თემურ ქეცბაიამ მშობლებზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g